ავტორის შესახებ
კაზუო იშიგურო ( დ. 8 ნოემბერი, 1954 ) – წარმოშობით იაპონელი, ბრიტანელი მწერალი და სცენარისტი. 2017 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. იშიგურო თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ინგლისურენოვანი მწერალია. 1989 წელს მას რომანისთვის „დღის ნარჩენები“ ბუკერის პრემია მიენიჭა. მწერალი ამ პრემიაზე სულ ოთხჯერ გახლდათ ნომინირებული, მათ შორის რომანებისთვის „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ (1986) და „როდესაც ობლები ვიყავით“ (2000). საყოველთაო აღიარება მოიპოვა მისმა რომანმა „არასოდეს გამიშვა“, რომელიც ჟურნალმა Time-მა 1923 წლიდან 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა. 2008 წელს იშიგუროს The Times-ის სიაში „1945 წლის შემდგომ მოღვაწე საუკეთესო 50 ბრიტანელ მწერალი“ 32-ე ადგილი მიენიჭა. 2017 წელს მწერალმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში „რომანებში შექმნილი მძაფრი ემოციური ფონისთვის, რომელსაც სამყაროსთან კავშირის ილუზიური გრძნობის მიღმა უფსკრულის გამოააშკარავება ქმნის“.