ციფრული ბიბლიოთეკა

გიორგი ასტამაძე

1987 -

ავტორის შესახებ

გიორგი ასტამაძე ( დ. 25 აგვისტო, 1987 ) – 2004 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლა. 2004-2008 და 2008-2011 წლებში მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს დაამთავრა მეორე მაგისტრატურა ევროპათმცოდნეობის მიმართულებით კარლსრუეს უნივერსიტეტში, (გერმანია). 2015 წლიდან ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში იკვლევს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს პირველი მსოფლიო ომის დროს. სამეცნიერო მოხსენებები გაკეთებული აქვს საქართველოში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში. არის საქართველოსა და გერმანიაში გამოცემული წიგნების ავტორი და თანაავტორი. ასევე რამდენიმე აკადემიური სტატიის ავტორი.