ციფრული ბიბლიოთეკა

შოთა ბიჭია

1983 -

ავტორის შესახებ

შოთა ბიჭია ( დ. 23 მაისი, 1983 ) – მოსამართლე. 

1999 წელს დაამთავრა მერაბ კოსტავას სახელობის N 1 გიმნაზია. 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. 2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ასპირანტურა. 2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურა. 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით. 2009 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ხანდაზმულობა სისხლის სამართალში“.