ავტორის შესახებ
მარიამ ბობოხიძე – სამართლის ასოცირებული პროფესორი.
მინიჭებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს შედარებით კონსტიტუციურ სამართალში (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი) და მაგისტრის აკადემიურ ხარისხს საერთაშორისო სამართალში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). 2020 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტში. 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტში იკავებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მდივნის პოზიციას. 2022 წლიდან არის ადგილობრივი ექსპერტი ევროპის საბჭოს პროექტში ""ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ სამყაროში". 2014 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასწავლის შემდეგ საგნებს: კონსტიტუციური სამართალი - სახელმწიფო მოწყობის სამართალი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, შესავალი სამართალმცოდნეობაში, ბავშვის უფლებების დაცვის სამართალი, საკანონმდებლო ტექნიკა, სამოხელეო სამართალი.