ავტორის შესახებ
ლაშა ლურსმანაშვილი – იურისტი.
2019 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო, ხოლო, 2019-2021 წლებში კი, ლუნდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, ლაშა ლურსმანაშვილი იყო 2018 წელს ICC Hong-Kong-ის კომერციულ მედიაციაში ჩატარებული შეჯიბრის მერვედ ფინალისტი, ხოლო, 2019 წელს კომერციულ მედიაციაში INADR-ის შეჯიბრის ფინალისტი და ერთ-ერთი გამარჯვებული. სხვადასხვა დროს სამართალში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გავლილი აქვს საფრანგეთში, გერმანიასა და შვედეთში. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, იგი არის სამართლის მკვლევარი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს მაგისტრატურის საფეხურზე საგანში „რთული შემთხვევების კვალიფიკაცია სასამართლო პრაქტიკაში.“ იგი აგრეთვე გახლავთ სამართლის მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ზოგადი იურისპრუდენცია და სამართლის ფილოსოფია, ადამიანის უფლებათა სამართალი, კერძო და საჯარო სამართლის თეორია.