ავტორის შესახებ
ნიკოლაი გოგოლი ( დ. 1 აპრილი [ ძვ. სტ. 20 მარტი], 1809 ან 31 მარტი [ ძვ. სტ. 19 მარტი] 1809 ან 2 აპრილი 1809 – გ. 4 მარტი [ ძვ. სტ. 21 თებერვალი] , 1852 ) – უკრაინელი-რუსი მწერალი. დაიბადა წვრილი მემამულის ოჯახში. სახელი წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატის პატივსაცემად დაარქვეს.
ხშირად უწოდებენ თანამედროვე რუსული რეალიზმის მამას. ნიკოლაი გოგოლი ერთ-ერთი პირველი რუსი მწერალი იყო, რომელმაც ქვეყნის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრეული ნამუშევრები უკრაინულ ატმოსფეროში აღზრდის ზეგავლენითაა განმსჭვალული, ის მუდამ რუსულად წერდა და მისი ნამუშევრები რუსული ლიტერატურის ტრადიციას ეკუთვნის. მის შედევრთა შორისაა რომანი „მკვდარი სულები“ (1842), პიესა „რევიზორი“ (1836, 1842) და მოთხრობა „შინელი“ (1842).