ციფრული ბიბლიოთეკა

მალხაზ ერქვანიძე

1963 -

ავტორის შესახებ

მალხაზ ერქვანიძე ( დ. 24 ნოემბერი, 1963 ) – მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე,  ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ცნობილი შემსრულებელი, შემკრები, გამომცემელი, ფოლკლორული ექსპედიციების ორგანიზატორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1982 წელს (თეორიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(ქართული მუსიკის ფოლკლორი). დააარსა და ხელმძღვანელობდა: "ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი", "მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი", ფოლკლორული ანსამბლი "სახიობა"; გასტროლებით შემოიარა: აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია, პოლონეთი ("ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდთან" ერთად);