ავტორის შესახებ
ნინო ვეფხვაძე ( დ. 25 დეკემბერი, 1956 ) – მეცნიერი, ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1984–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ექიმი; 1986–1987წწ. თბილისის ჩიყვის საწინააღმდეგო დისპანსერის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე; 1991–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1994–1996წწ. დოცენტი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის გამგე. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სახელმწიფო პროგრამის – "რადიაცია" კოორდინატორი.


