ავტორის შესახებ
ელენე გავაშელიშვილი – ასისტენტ პროფესორი, ანთროპოლოგიის მიმართულებით.
2007 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო 2018 წელს, ამავე უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი „უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“ ცდილობს ყოველდღიურ რელიგიურობას შეხედოს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან. ძირითადი სამეცნიერო კვლევები, რომლებშიც ელენე გავაშელიშვილი იყო ჩართული: „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“ (2016-2018), „ქართული ნაციონალური იდენტობა: კონფლიქტი და ინტეგრაცია“ (2015-2016), „მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის განვითარებაში“ (2010-2012), „სექსუალური ქცევის შესწავლა საქართველოში“ (2009-2011). ელენე გავაშელიშვილი 2018 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ამჟამად იგი მუშაობს სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.