ციფრული ბიბლიოთეკა

ლადო კილასონია

1985 -

ავტორის შესახებ

ლადო კილასონია ( დ. 1985 ) – მწერალი, მწვრთნელი, სპორტსმენი. 

2006 წელს სწავლობდა სამხრეთ აფრიკაში, დურბანში, რაგბის კლუბ Sharks-ის სარაგბო აკადემიაში; 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომატიის ისტორიის განხრით. არის საქართველოს 19 და 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი. საქართველოს რაგბის განვითარების ჯგუფის წევრი და ეროვნული აკადემიის მწვრთნელი. ოთხჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 2005 წელს როგორც მოთამაშე, 2011, 2013 და 2014 კი როგორც მწვრთნელი. ამასთანავე წერდა სარაგბო სტატიებს სხვდასხვა სპორტული და არა მარტო სპორტული გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის. მიყავდა ცხელი შოკოლადის სარაგბო ბლოგი. არის 7 წიგნის ავტორი. მისი ნაწარმოებები რეგულარულად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. თარგმნილია რუსულ, პოლონურ და ლიტვურ ენაზე. მისი წიგნები რამდენჯერმე მოხვდა ლიტერატურულ კონკურს "საბა"-ს ფინალში. არის ლიტერატურული კონკურს "ლიტერას" ფინალისტი;  "ერთი მოთხრობის", "ლიტბუნიობის", "გურამ რჩეულიშვილის" სახელობის კონკურსების პრიზიორი.