ავტორის შესახებ
გიორგი (გიო) მგელაძე ( დ. 3 იანვარი, 1969 ) – ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლ. პაატაშვილის სახელოსნო). ფილმი „არა, მეგობარო!“ — მგელაძის სარეჟისორო დებიუტია. მიღებული აქვს გრან–პრი და პროტესტანტული ჟიურის სპეციალური პრიზი ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (გერმანია, 1993); ჟიურის სპეციალური პრიზი საერთაშორისო კინოფესტივალზე „მოლოდისტ“ (კიევი, უკრაინა. 1993); მიღებული აქვს სხვადასხვა ფესტივალების ჟიურის სპეციალური დიპლომები (1993, 1997, 1998).