ციფრული ბიბლიოთეკა

ლევან მეტრეველი

1887 - 1941

ავტორის შესახებ

ლევან მეტრეველი ( დ. 1887 – გ. 27 აგვისტო, 1941 ) – მწერალი. მუშაობდა თბილისის, ბაქოს და ოდესის საწარმოებში; 1905-1907წწ. მონაწილეობდა რევოლუციაში; 1901 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ "მოგზაურში"; 1926-1941წწ. შეკრიბა და გამოსცა "ქართული ანდაზები"; ავტორია მოთხრობების, მხატვრული ნარკვევების, კრიტიკული წერილების, საბავშვო თხზულებების. მას ეკუთვნის მოთხრობები: "ჩადროსანი", "საზღვარზე", "აუღებელი სიმაგრე", "კაჟი და კვესი", "საბედისწერო პაემანი". რევოლუციონერი მწერალი.