ციფრული ბიბლიოთეკა

ალექსანდრე მიქაბერიძე

1866 - 1943

ავტორის შესახებ

ალექსანდრე მიქაბერიძე ( დ. 1866, ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი – გ. 1943 ) – ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

1893 წელს დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მასწავლებლად მუშაობდა თბილისის და ქუთაისის გიმნაზიებში; 1898 წლიდან იყო ქართულ გიმნაზიაში გამგის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ გამგედ; 1918 წელს მიწვეული იყო განათლების უწყების ცენტრალურ სამმართველოში დირექტორის მოადგილედ; XIX საუკუნის 90–იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში; მონაწილეობა აქვს მიღებული „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდების შემუშავებაში, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს; ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: „უდანაშაულო მსხვერპლი“ (1895), „სამშობლოსათვის თავდადებული“ (1899), „სამშობლოს სიყვარული“ (1902); მას ეკუთვნის თარგმანები, ქართველი მწერლებისადმი და საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ნაშრომები — „მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე“ (1937), „სილოვან ხუნდაძე“, „შიო ჩიტიძე“; შეადგინა „ელინური მითები“ (1938–1949) ჰომეროსის პოემების მიხედვით – „ტროადის ომი“ და „ოდისეა“; წერდა „პელაგიაშვილისა“ და „უმისთაველის“ ფსევდონიმებით. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.