ციფრული ბიბლიოთეკა

ელენე სალუქვაძე

1959 -

ავტორის შესახებ

ელენე სალუქვაძე ( დ. 25 თებერვალი, 1959 ) – გეოგრაფი, მეცნიერი, გეოგრაფიის დოქტორი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1982 წელს. 1986 წელს გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სპეციალობა: -"ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტების გეოფიზიკა და გეოქიმია". 1986-1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წელს ლანდშაფტმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი; 2006-2012წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 2012 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1993-1994წწ. თბილისის 6-ე გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებელი; 1998-2006წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 1999-2003წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 2007-2011წწ. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.