ავტორის შესახებ
სანდრო ჟღენტი ( დ. 1908 – გ. 1943 ) – პედაგოგი, პოეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1930 წელს. სტუდენტობის დროიდანვე დაიწყო სოფელ თელეთის პირველდაწყებით სკოლაში მასწავლებლად მუშაობა. მისი ლექსები პრესაში პირველად 1930 წელს ჟურნალ "დროშაში" დაიბეჭდა. 1938 წელს საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტგამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა სანდრო ჟღენტის საბავშვო ლექსების კრებული "გაზაფხულის სიმღერების" სახელწოდებით. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე იგი ჯარში გაიწვიეს და გერმანელთა წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში გმირულად დაეცა. ორი დღით ადრე პოეტმა მტერთან გაჩაღებული ცეცხლის ქვეშ დაწერა ლექსი "ფიცი სამშობლოს" და გაუგზავნა გაზეთის რედაქციას. როცა ეს ლექსი იბეჭდებოდა, იმ დროს მისი ავტორი უკვე განისვენებდა ხუტორ კალაბატკას ძმათა სასაფლაოზე.