ციფრული ბიბლიოთეკა

სალმან რუშდი

1947 -

ავტორის შესახებ

აჰმედ სალმან რუშდი ( დ. 19 ივნისი, 1947 ) – ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი და ესეისტი. პირველი წარმატება რუშდის მეორე რომანმა „შუაღამის შვილები“ (1981) მოუტანა, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო და პრემიის ისტორიაში საუკეთესო გამარჯვებულად ორჯერ დასახელდა. მწერლის შემოქმედება, რომელიც მაგიურ რეალიზმსა და ისტორიულ პროზას აერთიანებს, აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის მიგრაციაზე, კავშირების გაბმაზე და მათ რღვევაზე მოგვითხრობს. მისი ნაწარმოებების უმრავლესობაში მოქმედება ინდოეთის სუბკონტინენტზე ვითარდება.