ავტორის შესახებ
ვარლამ (ვალიკო) სიჭინავა ( დ. 1902 – გ. 1971 ) – 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვ. სიჭინავამ სამსახური დაიწყო სამეგრელოში, სოფელ ლიაში, საუბნო-საექიმო პუნქტის გამგედ. იყო საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის შესანიშნავი მცოდნე. ის თანამშრომლობდა ცნობილ ქართველ ისტორიკოსებთან. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, 1946-1952 წლებში ვ. სიჭინავა იყო ზუგდიდის საავადმყოფოს ტუბერკულოზური განყოფილების გამგე. ნაყოფიერ პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ის ხელმძღვანელობდა ზუგდიდის ექიმთა საზოგადოებას. 1967 წელს ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება.