ციფრული ბიბლიოთეკა

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

1896 - 1940

ავტორის შესახებ

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი ( დ. 24 სექტემბერი, 1896, მინესოტა – გ. 21 დეკემბერი, 1940, ჰოლივუდი ) – ამერიკელი მწერალი. მის შემოქმედებას ეკუთვნის რომანები და მოკლე მოთხრობები. მისი ნამუშევრები მიეკუთვნება „ჯაზის ეპოქას“, ტერმინს, რომელიც მან თვითონ გამოიგონა. ის ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად. ფიცჯერლადი ითვლება 1920-იანი წლების „დაკარგული თაობის“ წევრად. მან დაასრულა ოთხი რომანი: „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „დიდი გეტსბი“. მე-5, დაუსრულებელი რომანი, „ბოლო ტაიკუნის სიყვარული“, გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ. ფიცჯერალდს ასევე დაწერილი აქვს ბევრი მოკლე მოთხრობა.