ციფრული ბიბლიოთეკა

ციალა გლოველი

1967 -

ავტორის შესახებ

ციალა გლოველი ( დ. 2 დეკემბერი, 1967 ) – იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი, სამართლის დოქტორი, პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა - 2012 წელს. 1993-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსული ენის კათედრა, ლაბორანტი; 1999-2010წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, მასწავლებელი; 2002-2010წწ. - ტურიზმის აკადემია, მოწვეული პროფესორი; 2012-2016წწ. - ქართულ-ევროპული აკადემია, ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2012-2015წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ასისტენტ- პროფესორი; 2012-2016წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ხარისხის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასისტენტ-პროფესორი; 2013-2017წწ. - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი "გორგასალი", სამართლის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2016-2020წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთირთობების ფაკულტეტი, ხარისხის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2017-2021წწ. - პროფესორი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთირთობების ფაკულტეტი, კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსი; 2016-2019წწ. - სამართლის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთირთობების ფაკულტეტი, პროფესორი. აქტიურად ეწევა სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, არის კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. სამეცნიერო სამეცნიერო ინტერესები: შრომის სამართალი, სამეწარმეო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, ტურიზმის სამართალი, სამედიცინო სამართალი.