ავტორის შესახებ
გივი ჩიღვინაძე ( დ. 20 მარტი, 1960 ) – მწერალი, პოეტი, ფილოლოგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში", იყო "სალიტერეტურო გაზეთის" პასუხისმგებელი მდივანი, გაზეთ "შარავანდის" პასუხისმგებელი რედაქტორი, გაზეთ "რაეოს" მთავარი რედაქტორის მოადგილე; არის გამომცემლობა "საუნჯის" რედაქტორი; მისი ლექსები, მოთხრობები და საბავშვო ნაწარმოებები დიდი ხანია იბეჭდება ქართულ სალიტერატურო და საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში; არის ლიტერატურულ კონკურს "პენ-მარათონის" ოთხგზის ფინალისტი და პრიზიორი, ლიტერატურულ კონკურს "ლექსების გამოფენის" სამგზის ფინალისტი, წმინდა ნინოს სახელობის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს "ერთგულების" სპეციალური პრიზის მფლობელი, ლიტერატურულ კონკურს "ემიგრანტის წერილის" გამარჯვებული (მეორე ადგილი პროზაში), ლიტერატურულ კონკურს "თუთას" ფინალისტი, საბავშვო ლექსების კონკურს "ბუკნაჭოს" გამარჯვებული (პირველი ადგილი). 2023 წელს წარადგინეს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე.