ციფრული ბიბლიოთეკა

ნათელა (ნათია) დუნდუა

1987 -

ავტორის შესახებ

ნათელა (ნათია) დუნდუა ( დ. 6 იანვარი, 1987 ) – ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი. 

1993-2004 წწ. სწავლობდა ქ. თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში; 2004-2008 წწ.: ბაკალავრიატი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ირანისტიკის დეპარტამენტი, სპარსული ენა და ლიტერატურა; 2008-2010 წწ.: მაგისტრატურა - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (სამაგისტრო ნაშრომი: „ტობის წიგნის ოშკური ვერსიის მიმართება ბერძნულ ხელნაწერებთან“); 2010 წელს DAAD-ის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში იმყოფებოდა გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში და მუშაობდა პროფ. იოსტ გიპერტის ხელმღვანელობით; 2011-2014 წწ. მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად LOEWE-ს პროექტში, სადაც ევალებოდა ქართული სახარების ხელნაწერების დიგიტალიზაცია („Digital Humanities“); 2014-2018 წწ. იყო გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის დოქტორანტი; იკვლევდა ძველი აღთქმის "ტობის წიგნის" ქართული ვერსიების წარმომავლობას; 2018 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი. 2019 წლიდან არის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ჩაბმულია ქართული ოთხთავის ხელნაწერების ელექტრონული პარალელური კორპუსის შექმნაში. 2023 წელს ნათია დუნდუა ევროკავშირის პროგრამის „Support to Georgia’s Researchers’ Mobility“ დაფინანსებით, რომელიც საქართველოში DAAD-ის ხელშეწყობით ხორციელდება იმუშავებს ჰელსინკის უნივერსიტეტში პროექტზე „The electronic synoptic edition of the Georgian translation of Ecclesiastes“.