ავტორის შესახებ
იურეკ ბეკერი ( დ. 1937 ) – პოლონეთში დაბადებული გერმანელი მწერალი და სცენარისტი. ბავშვობა ლოძის ებრაელთა გეტოში გაატარა, მოგვიანებით, მშობლებთან ერთად, რავენსბრიუკისა და ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარიც იყო. ომის დამთავრების შემდეგ დასახლდა აღმოსავლეთ ბერლინში. გდრ-ში ჩაბმული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1977 წელს საცხოვრებლად გადავიდა დასავლეთ ბერლინში. ავტორი თავის შემოქმედებაში იკვლევს ებრაულ იდენტობას. მისი ყველაზე გახმაურებული რომანია „მატყუარა იაკობი“ (1969).