ავტორის შესახებ
სერგო რატიანი ( დ. 27 ნოემბერი, 1967, თბილისი ) – ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პროფესორი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1984-1991 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია- ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ფილოსოფიის სპეციალობით. 1991-1995 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე, ასპირანტურაში. 1993.05-დან 1993.07-მდე მუშაობდა მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტში, რელიგიის კათედრაზე, მეცნიერ-მუშაკად. 1993-1956 წელს თბილისის სასულიერო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს. 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2002 წელს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002-2006 წლებში იყო თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლური ფილოსოფიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი. 2006 წლის 2 თებერვლიდან 2008 წლის 23 სექტემბრამდე – ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების სრული პროფესორი. 2006 წლის 26 ნოემბრიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2008 წლის დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. არის 2012-2016 და 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი და განათლებისა, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2013-2016 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 2015 წელს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი. 2015-2016 წლებში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი და გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. 2017 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი.