ავტორის შესახებ
პოლ ოსტერი ( დ. 3 თებერვალი, 1947, ნიუარკი, აშშ – გ. 30 აპრილი, 2024 ) – ამერიკელი მწერალი და კინორეჟისორი. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ეგზისტენციალური თემები, აბსურდი და პიროვნული იდენტობის ძიების საკითხი. ოსტერის გამორჩეულ ნაწარმოებებს შორისაა „ნიუიორკული ტრილოგია“ (1987), „ილუზიების წიგნი“ (2002), „მისნის ღამე“ (2003) და „4 3 2 1“ (2017). მწერლის წიგნები ორმოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.