ციფრული ბიბლიოთეკა

იაკობ ოფირი ეფრემაშვილი

1945 -

ავტორის შესახებ

იაკობ ოფირი ეფრემაშვილი ( დ. 11 ივნისი, 1945 ) – დიპლომატი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, ისტორიკოსი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1969წწ. იყო ლენინგრადის ქარხანა "ელექტროსილა"-ს საპროექტო ინსტიტუტის ინჟინერი; 1969-1972წწ. სოხუმის ქალაქის საბჭოს კომუნალური მეურნეობის უფროსი ინჟინერი; 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში; 1973-1974წწ. მუშაობდა ისრაელის საავიაციო საწარმოში; 1974-1977წწ. იყო ტელესაკომუნიკაციო კორპორაცია "ტელრად"-ის წარმოების ინჟინერი; 1977-1981წწ. კი უალკოჰოლო სასმელებისა და სან-ჰიგიენური ქაღალდის ქარხნის გენერალური დირექტორი; 1981-1992წწ. ხელმძღვანელობდა ტელესაკომუნიკაციო კორპორაცია "ტელრად"-ის პროექტებს; 1992-1996წწ. იყო "სოხნუტის" წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში; 1996-1998წწ. ტელესაკომუნიკაციო კორპორაცია "ტელრად"-ის წარმოების უფროსი; 1998-2002წწ. "ჯოინტის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ რუსეთში, საქართველოში და სომხეთში. 1998 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წლიდან საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალური დირექტორია.