ავტორის შესახებ
მედეა მელაშვილი ( დ. 8 მარტი, 1954 წელი ) – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 49 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი, მათ შორის, 2 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, მომსახურების სფერო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და სხვა.