ციფრული ბიბლიოთეკა

ნათელა ქუთელია

1928 - 2014

ავტორის შესახებ

ნათელა ქუთელია ( დ. 18 აგვისტო, 1928 – გ. 2014 ) – ქართველი ენათმეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით, ასპირანტურა ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1954 წლიდან კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით. 2 მონოგრაფიის, 3 წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორია. საკანდიდატო დისერტაციის თემა „ჰარმონიულ ხშულთა ორი სისტემა ქართულ ენაში (ექსპერიმენტალური გამოკვლევა)“, დაიცვა 1955 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა „ლაზურის ფონემატური სტრუქტურა, სეგმენტური ფონემები და ფონემათა ჯგუფები: პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა“, დაიცვა 1986 წელს. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).