ავტორის შესახებ
კობა წურწუმია ( დ. 26 ივლისი, 1971 ) – ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი, ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1998 წელს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1996 წელს. 1996 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი სამეცნიერო კვლევითი ინტერესები არის: კლასიკური და თანამედროვე ქართული, ევროპული და ამერიკული ლიტერატურა; 2002 წლიდან იბეჭდება კ. წურწუმიას გამოკვლევები სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში: "ცისკარი", "მნათობი", "განთიადი", "რიწა", "XXI საუკუნე", "კლასიკური და თანამედროვე ქართული "მწერლობა", "ივერონი", "მერმისი", "მეცნიერება და ცხოვრება", "კულტურათაშორისი კომუნიკაციები" და სხვა სამეცნიერო გამოცემებში. არის 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 5 სახელმძღვანელოს ავტორი.