ციფრული ბიბლიოთეკა

თამარ ამაშუკელი

1976 -

ავტორის შესახებ

თამარ ამაშუკელი ( დ. 3 ივლისი, 1976 ) – ხელოვნებათმცოდნე. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1998 წელს. მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები თბილისში, ბათუმში, აბასთუმანსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქრის" წევრი და მის მიერ მოწყობილი არაერთი აქციის ორგანიზატორი; ანალიტიკური სტატიებისა და ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "კვირის აზრების" ავტორი და წამყვანი.