ავტორის შესახებ
პიერ ბული ( დ. 20 თებერვალი, 1912 – გ. 30 იანვარი, 1994 ) – ფრანგი რომანისტი.
სპეციალობით ინჟინერმა რვა წელი გაატარა აზიაში. პარიზში დაბრუნების შემდეგ, 1952 წელს, გამოაქვეყნა თავისი საუკეთესო რომანი "ხიდი მდინარე კვაიზე", რომელიც ეკრანიზაციის შემდეგ უფრო პოპულარული გახდა. ბული ავტორია ათამდე რომანისა: "ჯალათი", "ხსნის გზები", "მაიუმების პლანეტა" და სხვა. მის შემოქმედებაში ერთგვარი შემობრუნება დაიწყო ფანტასტიკური ნოველების გამოქვეყნების შემდეგ. ეს ნოველები ორ კრებულად გამოიცა: "აბსურდის ზღაპრები" და "E=MC2". 1962 წელს გამოცემული რომანი "წმინდანი" მეტაფიზიკურ საკითხევს იხილავს, ხოლო სამოწუალო ამბები" ტრაგიზმისა და ბურლესკის შერწყმაა.