ციფრული ბიბლიოთეკა

ზურაბ გურული

ავტორის შესახებ

ზურაბ გურული – 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ბავშვთა ქირურგიის სპეციალობით. 1992-1995 წლებში სწავლობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურაში.  დისერტაციის დაცვის შემდეგ გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ ორლეანში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრაზე, ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიუ ორლეანის ტულეინის სახელობის უნივერსიტეტებში. ამჟამად მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორია. მისი ესეები და სტატიები პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ პრესაში. „არტანუჯმა“ 2018 წელს გამოსცა ზურაბ გურულის სადებიუტო რომანი „სპილო წყვდიადში“, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. 2019 წელს კი გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ედგარ ალან პოს „ყორანი და სხვა ლექსები“.