ავტორის შესახებ
ოთარ ვასაძე ( დ. 6 აგვისტო, 1953 ) – ექიმი, მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს. 1979–1983წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983–1988წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ქირურგიული მკურნალობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1988–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევითი სექტორის უფროსი; 1994–1996წწ. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან ამავე ცენტრის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება მიკროცირკულაციას, ელექტრო–კარდიო ცირკულაციას, ჯანდაცვის ორგანიზაციას.