ავტორის შესახებ
გიორგი (გია) ეძგვერაძე (დ. 10 ივნისი, 1953, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, ვიზუალური არტისტი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1980). ამავე წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. ეძგვერაძის მხატვრობა პოსტმოდერნისტული ფერწერის პრობლემატიკის გაღრმავების ნიშნით გამოირჩევა. მუშაობდა ესპანეთსა და საფრანგეთში, 1986 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. 1995 წლიდან დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 1987 წლიდან მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები თბილისში, დიუსელფორფსა და გერმანიის სხვა ქალაქებში, ნიუ-იორკში და სხვ. აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებშიც. ეძგვერაძის სამუშაო მედიუმი მრავალფეროვანია — ფერწერა, სკულპტურა, პერფორმანსი, ვიდეო, ფოტოგრაფია, ტექსტი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, გალერეებსა და კერძო კოლექციებში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).