ციფრული ბიბლიოთეკა

ლევან ჯაფარიძე

1975 -

ავტორის შესახებ

ლევან ჯაფარიძე ( დ. 11 აპრილი, 1975 ) – თანამდებობის პირი, ისტორიკოსი.

დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი სპეციალობით აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი (არაბული ქვეყნების ისტორია) 1996 წელს. 1993-1999წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ტელეოპერატორი; 2000-2001წწ. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის თანაშემწე; 2001-2002წწ. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა საკორდინაციო საბჭოს აპარატის უფროსი; 2001-2002წწ. საქართველოს მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის თანაშემწე; 2002-2004წწ. საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის ქ. თბილისის ბიუროს უფროსის მოადგილე; 2003 წელს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის უფროსი; 2008-2010წწ. ნავთობკომპანია "იორი ველი-ს ლოჯისტიკის მენეჯერი; 2010-2013წწ. ნავთობკომპანია "ჯინდალ პეტროლიუმი" ლოჯისტიკის მენეჯერი; 2013-2017წწ. შ.პ.ს "ალდა"-ს დირექტორი; 2017 წლის 2 მარტიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობის გამგებლის მოადგილე (დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი); 2017 წლის 30 ივნისიდან - 2017 წლის  17 ნოემბრამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე (კონსულტანტი პრობლემებისა და საჭიროებების კვლევის საკითხებში); 2017-2020წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (გამგებელი); 2020-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; 2020-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო",  საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი; კრწანისის რაიონის მაჟორიტარი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, გარემოს დაცვის კომისიის წევრი.