ციფრული ბიბლიოთეკა

გიორგი კეკელიძე

1984 -

ავტორის შესახებ

გიორგი კეკელიძე ( დ. 10 აპრილი, 1984, ოზურგეთი ) – ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან 2024 წლის 11 იანვრამდე). წიგნის მუზეუმის დამაარსებელი, პრესის მუზეუმის დამფუძნებელი. საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკების იდეის ავტორი და განმახორციელებელი. საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების შექმნის ინიციატორი. „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი. „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე 2024 წლის იანვრიდან. კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში). საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში (23 აპრილი).