ავტორის შესახებ
გოგა კიკილაშვილი ( დ. 1 სექტემბერი, 1989 ) – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
2012-2018 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის იურიდიული მრჩეველი, 2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2018-2022 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2018 წლიდან დღემდე არის ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2019-2023 წლებში იყო დირექტორი იურიდიულ ფირმაში „კიკილაშვილი და კომპანია“, 2019-2023 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ადვოკატი, 2019 წლიდან დღემდე არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2020-2023 წლებში იყო კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი, 2022 წლიდან დღემდე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი, 2020-2023 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2020-2023 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, 2023 წლის ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად.