ციფრული ბიბლიოთეკა

ეკა ჭაბაშვილი

ავტორის შესახებ

ეკა ჭაბაშვილი ( დ. 12 იანვარი, 1971 ) – კომპოზიტორი, მხატვარი, პედაგოგი. 

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს(საკომპოზიციო). 1995–1996წწ. იყო "ART salon"-ის დირექტორი; 1996–1999წწ. კინოსტუდია "მემატიანე"–ს მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი; 2004 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში; იყო "თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრის" დირექტორი; საკრავების თეატრი "სენსუსი"–ს დამაარსებელი და დირექტორი; 2009 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია), 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორი; საქართველოსა და უცხოეთში(აშშ, ლიტვა, ბრიტანეთი) საერთაშორისო კონფერენციების, კონცერტების, ფესტივალების მონაწილე; თხზულებები: ოპერა – ოპერა–გამოფენა "მოხეტიალე სულები"; ბალეტები: "ციალი", "ფერხული სიკვდილთან"; სიმფონიები: N1 "კოსმოსი", N2 "იანი და ინი", N3 "უკუნითი უკუნისამდე"; საორკესტრო მუსიკა: სიმფონიური ტრილოგია "სხეულები", "ანდაზები", "აქსიომა", "მოზაიკა", კონცერტი საქსოფონის, არასტანდარტული ორეკსტრისა და გუნდისათვის(1992), "მოზაიკა" ჩაფიქრებული იმპროვიზაცია სოლო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1996); კამერულ–ინსტრუმენტული: საფორტეპიანო "პანორამა", "დიფსომანია" სოლო არფის, პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტების შემადგენლობისათვის, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1993), "გალერეა"(1992, აუდიო–ბგერითი ისტორია, 1994, საქართველოში პირველი შესრულება, 2007 – აშშ), იმპროვიზაცია დუეტისათვის(ფლეიტა და ფორტეპიანო ან ელექტრონიკა, 2002, პირველი შესრულება საქართველოსა და სომხეთში, 2006 – საფრანგეთში), "დიფუზია" ქართული ხალხური საკრავებისათვის(2006, სალამური, დუდუკი, დოლი, ფანდური–ჩონგური, ჭიანური); გუნდები: "ქორალი"(III პრემიერა გერმანია), "პოეტი"(1996, a cappella შერეული გუნდისათვის); საორგანო: მიკროორატორია "გალობანი სინანულისანი"; თეატრალური მუსიკა: "ალვა"(რუსთაველის თეატრი), "ხმაური და მძვინვარება" ჰოლოგრამული თეატრისათვის, "საკრავების თეატრი".