ავტორის შესახებ
რაინარდ ფონ მაისი ( დ. 1940 ) – თანამედროვე იურიდიული მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. სწავლობდა გერმანისტიკას ციურიხის უნივერსიტეტში, შემდგომში იყო ციურიხის ყოველდღიური გაზეთის რედაქტორი, ბაზელის ახალი ამბების კორესპონდენტი. 1975 წელს დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ავტორი ეწეოდა პრაქტიკულ იურიდიულ საქმიანობას. დიდი გამოცდილება აქვს მიღებული სამრეწველო და სხვა კერძოსამართლებრივ სფეროში, რაც აღინიშნა დიდი ეკონომიკური ხასიათის პროექტების განხორციელებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.