ციფრული ბიბლიოთეკა

ლორიკ მარშანია

1932 - 2010

ავტორის შესახებ

ლორიკ მარშანია ( დ. 24 ნოემბერი, 1932, ოჩამჩირე – გ. 13 აგვისტო, 2010, თბილისი ) – ეთნიკურად აფხაზი, ქართველი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა „მშვიდობიანი აფხაზეთის“ კოორდინატორი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი; პოლიტიკოს ადა მარშანიას მამა. ლორიკ მარშანია იყო საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.