ავტორის შესახებ
მედეა მეტრეველი ( დ. 7 დეკემბერი, 1978 ) – პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა 2002 წელს. 2002-2017 წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში; 2005 წელს, სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობასთან დაკავშირებით, მოიპოვა ათენის აკადემიასთან არსებული კოსტას და ელენი ურანისების საქველმოქმედო ფონდის სტიპენდია; 2010-2014 წწ. ხელმძღვანელობდა ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში; 2014-2019 წწ. სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრს; 2015-2018 წწ. ხელმძღვანელობდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს; 2012 წელს მ. მეტრეველი გახდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის INTERNATIONAL VISITOR LEADERSHIP PROGRAM (IVLP) სტიპენდიანტი, ხოლო 2013 წელს ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Cultural Leadership International სტიპენდიანტი; 2019 წლიდან მუშაობს ააიპ ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორად; ნეოგრეცოსტიკის დარგში არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი.