ციფრული ბიბლიოთეკა

არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი

1850 - 1902

ავტორის შესახებ

არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი ( დ. 21 თებერვალი, 1850 – გ. 10 იანვარი, 1902 ) – მწერალი.

1876-1885წწ. საქართველოში ცხოვრობდა (ავსტრიელი მწერლის, მშვიდობისათვის ნობელის პრემიის ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის მეუღლე); ზუტნერს ეკუთვნის მუსიკალური ნაწარმოები საქართველოს თემაზე; მან თითქმის მთელი შემოქმედება საქართველოსა და კავკასიის თემას მიუძღვნა; დაწერილი აქვს: "აზნაური" (1886), "შამილი" (1890), "ჩერქეზები" (1898), მოთხრობები "კავკასიის შვილები"; 1884 წელს გაზეთ "Кавказ"-ში გამოაქვეყნა წერილების სერია "ვეფხისტყაოსანზე", რომლებიც ქართულმა გაზეთებმაც გადაბეჭდეს; ეს იყო უცხოელი ავტორის ერთ-ერთი პირველი ნაშრომი რუსთაველის შესახებ; ბერტა ფონ ზუტნერმა (მეუღლე) საქართველოს მიუძღვნა თავისი "მემუარების" (1909) ვრცელი თავი, სადაც მოიხსენიება ქართული მუსიკის საკითხები.