ავტორის შესახებ
კარლ სეიგანი ( დ. 9 ნოემბერი 1934, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ – გ. 20 დეკემბერი 1996, სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ ) – ამერიკელი ასტრონომი, ასტროფიზიკოსი, კოსმოლოგი, მწერალი და მეცნიერების პოპულარიზატორი. მისმა კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ვენერას ზედაპირზე მაღალი ტემპერატურის არსებობის აღმოჩენას, თუმცა ყველაზე მეტად ცნობილია არამიწიერი სიცოცხლის მეცნიერული კვლევებით, მაგალითად, ძირითად ქიმიკატებზე რადიაციის გავლენით ამინომჟავების წარმოქმნის ექსპერიმენტული დემონსტრაციით.