ციფრული ბიბლიოთეკა

სარუ ბრაიერლი

1981 -

ავტორის შესახებ

სარუ ბრაიერლი ( დ. 15 ივნისი, 1981 ) – ინდური წარმოშობის ავსტრალიელი ბიზნესმენი და მწერალი. იგი ხუთი წლის ასაკში თავის ბიოლოგიურ ოჯახს შემთხვევით დაშორდა, რის შემდეგაც იგი ავსტრალიელმა წყვილმა იშვილა. სარუ თავის ბიოლოგიურ დედას 25 წლის შემდეგ დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც მშობლიურ ქალაქს Google Earth-ის საშუალებით მიაგნო. მისმა ამბავმა მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ავსტრალიასა და ინდოეთში.