ავტორის შესახებ
რამაზ საყვარელიძე ( დ. 18 თებერვალი, 1950, თბილისი ) – ქართველი პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათდრის დოცენტი; 1990–1996წწ. განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქარტია 91", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1993–1995წწ. სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, პრეს–მდივანი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005–2006წწ. ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 1999–2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი და კლასიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი, ხოლო 2006 წლიდან არის იმავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2008 წლიდან არის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. არის 40–მდე სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი.