ციფრული ბიბლიოთეკა

პიტერ კერი

1943 -

ავტორის შესახებ

პიტერ კერი (დ. 7 მაისი, 1943 ) – ავსტრალიელი რომანისტი, ავსტრალიის საპატიო ორდენის მფლობელი. მას სამჯერ აქვს მოგებული მაილს ფრანკლინის პრემია და მიჩნეულია ნობელის პრემიის მომავალ ავსტრალიელ კანდიდატად ლიტერატურის დარგში. კერი ერთ-ერთია იმ ხუთი მწერალიდან, ვინც ორჯერ მიიღო ბუკერის პრემია. პირველად 1988 წელს წიგნისთვის "ოსკარი და ლუსინდა". მეორედ კი 2001 წელს წიგნისთვის "კელის საძმოს უტყუარი ამბავი". 2008 წელს კი "ოსკარი და ლუსინდა" ბუკერის პრემიის საუკეთესო წიგნთა ექვსეულში მოხვდა.