ციფრული ბიბლიოთეკა

გიული ანდრონიკაშვილი

1937 -

ავტორის შესახებ

გიული ანდრონიკაშვილი ( დ. 23 მარტი, 1937 ) – 1961 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1965 წლიდან მოსკოვის ლ. კარპოვის სახელობის ფიზიკო-ქიმიური ინსტიტუტის ასპირანტი. (ამავე ინსტიტუტში 1969 წელს იცავს დისერტაციას ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად). 1970 წლიდან ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის უფ.მეცნ. თანამშრომელი სახელშეკრულებო თემაზე. 1973 წლიდან ორგანული ქიმიის კათედრის უფ. ლაბორანტი, ამავე დროს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი სახელშეკრულებო თემაზე. 1978 წლიდან ორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი ს/ერთეულზე (კონკურსის წესით არჩეული); 2007 წლიდან თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.