ავტორის შესახებ
დავით კირვალიძე ( დ. 28 ივნისი, 1967, თბილისი ) – ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2000–2004 და 2012–2013 წლებში, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2017–2022 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში; 2014 წლიდან ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრი