ციფრული ბიბლიოთეკა

მარიეტა ჩიხლაძე

ავტორის შესახებ

მარიეტა ჩიხლაძე – ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი.

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი რომანისტიკის მიმართულებით, სპეციალობა – იტალიური ფილოლოგია. 2012 წელს ბოლონიის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თანამედროვე, შედარებითი და პოსტკოლონიურ ლიტერატურაში პროფესორ გაბრიელა ელინა იმპოსტის ხელმძღვანელობის ქვეშ. სხვადასხვა წლებში, კვლევითი პროგრამებით, მუშაობდა უკრაინაში (ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, 2012), პოლონეთსა (ვარშავის უნივერსიტეტი, 2013-14) და პორტუგალიაში (ლისაბონის უნივერსიტეტი, 2019-20). Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით ლექციებს კითხულობდა ბოლონიის უნივერსიტეტსა (2018) და ლისაბონის უნივერსიტეტში (2019) თემაზე – „საქართველოსა და კავკასიის ხატი XIX საუკუნის რუსულ ლიტერატურაში“. 2016 წლიდან არის რომის „ტორ ვერგატას“ უნივერსიტეტის აკადემიური ციფრული ჟურნალის ArtidelloSpettacolo/PerformingArt სარედაქციო კოლეგიის წევრი, ხოლო 2018 წლიდან ველინგტონის ვიქტორია უნივერსიტეტის აკადემიური მთარგმნელობითი ჟურნალის Neke, The New Zealand Journal of Translation Studies სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2015 წლიდან ლექციებს კითხულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული მასწავლებლის სტატუსით, ასევე არის თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორი.