ავტორის შესახებ
თეონა კახიძე ( დ. 10 ნოემბერი, 1969 ) – მეცნიერი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1991 წელს (მუსიკის ისტორია). 1996-2005წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგი; 1995 წლიდან ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მხატვრული პროგრამების, საგარეო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2005-2010წწ. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი; 2010-2014წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი; დირიჟორისა და კომპოზიტორის ჯ. კახიძის ქალიშვილი და დირიჟორ ვ. კახიძის და.