ავტორის შესახებ
ტარა პორტერი – ბრიტანელი ფსიქოლოგი. 1992 წლიდან ეწევა კლინიკურ საქმიანობას ახალგაზრდებთან. 1997 წელს კლინიკური ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, ძირითადად, მუშაობს გოგონებსა და მოზარდებთან ნაციონალური ჯანდაცვის მომსახურების „ბავშვისა და მოზარდის მენტალური ჯანდაცვის სამსახურის“ პროგრამის ფარგლებში ჩრდილო ლონდონში, რაიონში, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. ასევე, ბავშვებისა და ოჯახების ანა ფროიდის ნაციონალური ცენტრის ეგიდით ჩართულია მენტალური ჯანმრთელობის თემაზე მასწავლებელთა გადამზადებაში და გაზეთში რეგულარულად წერს სკოლებში მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე. ის არის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული კლინიკური ლექტორი და ეწევა კერძო პრაქტიკასაც.